www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების შეძენაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
თანდართული ფაილი: 35363_averis_tender_analyzer_3018014.zip
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების განმსაზღვრელი პორტატული ანალიზატორის შეძენაზე

სატენდერო განცხადებას დანართის სახით ერთვის:

1. ანალიზატორის ტექნიკური დავალება - დანართი #1
2. აფიდავიტი - დანართი #2
3. ხელშეკრულების პროექტი - დანართი #3

მოწოდების ადგილი: ქ. თელავი, ვ. სეხნიაშვილის ქ. #3, შპს "ავერსის კლინიკა".

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით (ტენდერის ნომერი: 54986), 2019 წლის 24 სექტემბრის 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** მოსაწოდებელი საქონლის დასახელება, მწარმოებელი ფირმა, მწარმოებელი ქვეყანა, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები),
** საქონლის ღირებულება (მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, ციფრებით და სიტყვიერად). შენიშვნა: ხარჯები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. სატენდერო წინადადებაში მითითებული მასალების ღირებულება არ ექვემდებარება ცვლილებას 1 წლის განმავლობაში.
** ანგარიშსწორების სახე;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** საქონლის მოწოდების ვადა;
** საგარანტიო ვადა (საგარანტიო ვადაში უნდა შედიოდეს სრული საინჟინრო სერვისი);
** ინფორმაცია აპარატურის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინრის არსებობის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატით (სხვა შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მოწოდებამდე მოამზადოს ინჟინერი);
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტენდენტს, დამკვეთის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე).

იმ შემთხვევაში, თუკი მომსახურების გაწევა იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს დამკვეთისთვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

დამკვეთის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს (ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions). შესაბამისად, პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მომსახურების საბოლოო ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტენდენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული ღირებულების შემცირებას.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

1) ნანა ძნელაძე, "ავერსის კლინიკა"-ს ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 02
ელ.ფოსტა: nana.dzneladze@aversi.ge

2) მარიამ გამხიტაშვილი, "ავერსის კლინიკა"-ს იურისტი
ტელ: 558 10 13 30
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |