www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ყავის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

გმადლობთ, რომ განიხილავთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი! არ იჩქაროთ, გთხოვთ პირველ რიგში გაეცნოთ მოკლე იმფორმაციას კომანიის და მის საქმიანობის შესახებ, ხოლო შემდგომ გადახვიდეთ ვაკანსიის ტექსტზე.

ყავის ლაბორატორიის შესახებ:

ყავის ლაბორატორია დაარსდა 2 წლის წინ იმ მიზნით, რომ შექმნას "ტრადიციული" ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მისი მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა. იცოდით, რომ ყავა ხილია, რომელსაც 1-ზე ბევრად მეტი გემო აქვს?სწორედ ამ არაჩვეულებრივი გემოს მისაღწევად ჩვენ ვეძებთ და ჩამოგვაქვს ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე მოუხალავი Specialty მარცვალი, ვხალავთ მას ადგილზე, მის საუკეთესო გემოს გამოსავლენად და ვაწვდით ჩვენს პარტნიორ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს თუ ოფისებს. გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს საქართველოში და წარმატებულად ვადგავართ გზას ვიყოთ ყველაზე ინოვაციური, პროგრესული, დინამიური და კომპეტენტური ყავის კომპანია საქართველოში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის დანადგარების მონტაჟი/დემონტაჟი;
** ყავის დანადგარების შეკეთება;
** პარტნიორებთან განთავესბული ყავის აპარატების შემოწმება/გასუფთვება, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას დანადგარების მოულოდნელი დაზიანება;
** ყავის აპარატების ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციების ჩატარება;

უნარები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა,
** პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** კომუნიკაციის კარგი უნარჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე hi@coffeelab.ge და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |