www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საგრანტო კონკურსის წინადადებების შეფასებაზე
მომწოდებელი: Caritas Czech Republic
თანდართული ფაილი: 35357_caritas_tender_eval_3193122.zip
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

ტენდერი საგრანტო კონკურსის სრული საპროექტო წინადადებების შეფასებაზე

შესასრულებელი სამუშაო:

"სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" საქართველოში, გამოცხადებული სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის დაახლოებით 100-120 სრული საპროექტო წინადადებების გარე შეფასება.

სამუშაოს სავარაუდო ხანგრძლივობა:

ერთი თვე (მოსამზადებელი სამუშაოები, 25 დღე სრული საპროექტო წინადადების შეფასებისათვის. დაახლოებით 100-120 სრული საპროექტო წინადადების შეფასება მოკლე აღწერის და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით).

სამუშაოს მიზანი:

შესასრულებელი სამუშაოს მიზანია გამოავლინოს სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ხულოს მუნიციპალიტეტში.

ინფორმაცია პროექტისა და ორგანიზაციის შესახებ:

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" საქართველოში (CCRG) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის მუშაობს საქართველოში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინკლუზიური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა" საქართველოში, ევროპის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD II), ხელშეკრულება გააფორმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, რითიც იღებს ვალდებულებას ხულოში განახორციელოს პროექტი "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში". ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივნისს, "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა", ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად, გამოაცხადა სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტში. საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, შემოსული 214 იდეიდან შეარჩია 120. 2019 წლის 15 აგვისტოს, გამოცხადდა საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც შერჩეულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ სრული საპროექტო წინადადებები. წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით და შედგება სარეიტინგო სია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ:

მომსახურების აღწერა:

შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უნდა შეაფასოს სრული საპროექტო წინადადებები და მიაწოდოს კომენტარები შეფასების ფორმის მიხედვით.

აპლიკაციის ფორმა (დანართი 1 _ ტექსტური ფორმა, დანართი 2 _ ბიუჯეტის ფორმა) და შეფასების ფორმა (დანართი 3 _ შეფასების ფორმის სამუშაო ვერსია, დანართი 4 _ შეფასების ფორმა) იხილეთ მიმაგრებულ ფაილების სახით. სრული საპროექტო განაცხადის შეფასება ძირითადად უნდა გამომდინარეობდეს შეფასების კრიტერიუმების და მინიჭებული წონების მიხედვით.

მოთხოვნები:

აუცილებელი:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს პროექტების შეფასებებში (შეფასებების და შესრულებული სამუშაოების სია უნდა მიეწოდოს დამკვეთს);
** ქართულად გამართული წერითი და საკომუნიკაციო უნარი;
** კარგი ანალიტიკური მსჯელობის და შეფასების უნარი;
** ბიუჯეტის ფორმების გაგებისა და შეფასების უნარი (ამ სფეროში მიღებული საგანმანათლებლო ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სოფლის და რეგიონული განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აჭარის რეგიონში მუშაობის გამოცდილება;
** შემფასებლის შერჩევა და შერჩევის კრიტერიუმები.

პრეტენდენტის მიერ მოწოდებული შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:

** გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოების აღწერა;
** შემოთავაზებული მომსახურება და მისი ფასი;
** პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების და ხელშეკრულებების სია.

გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოების აღწერა უნდა შეიცავდეს:

** საკონტაქტო პირის ან ორგანიზაციის შესახებ მოკლე ინფორმაციას.
** საკონტაქტო პირის განათლების შესახებ მოკლე ინფორმაცია/ორგანიზაციის აღწერა (სამუშაო სფერო და ოპერირების წლები).
** ორგანიზაციის/პირის გამოცდილების აღწერა.

შემოთავაზებული მომსახურება და მისი ფასის აღწერა უნდა შეიცავდეს:

** შემოთავაზებული მომსახურების აღწერა;
** მომსახურების საერთო ფასი ან ერთი სრული საპროექტო წინადადების შეფასების ფასი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** შემოთავაზებული ფასი (50%)
** დადასტურებული გამოცდილება (25%)
** შემოთავაზებული მომსახურება (25%).

სამუშაოს შესრულების პირობები:

შერჩეულ შემფასებელთან ხელშეკრულება გაფორმდება შერჩევის შემდეგ.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 სექტემბერი.

მომსახურების მაქსიმალური ღირებულებაა 6 000 ლარი. შეთანხმებული თანხა უნდა შეიცავდეს შემფასებლის ანაზღაურებას, ასევე შეფასების პროცესში წარმოქმნილ ხარჯებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს. შემოთავაზებული ფასი არ შეიძლება გაიზარდოს.

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" საქართველოში მიაწოდებს შემფასებელ ყველა საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რაც საჭიროა სრული საპროექტო განაცხადების შეფასების პროცესში.

ტენდერში მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი შემოთავაზებები მეილზე: info.enpard.khulo@caritas.cz 2019 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.

დაგვიანებული ან არასრული წინადადებები არ მიიღება.

გამოგზავნილი შემოთავაზების შემდეგ მიიღებთ დასტურის წერილს ელფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |