www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღწერის ოფიცერი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

კომპანია "აკვალაინი" აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე.

კომპანია "აკვალაინი" 2006 წელს დაფუძნდა. ჩვენს ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს საცურაო აუზების და სპა ზონების პროექტირება/მოწყობა, დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტი და რეალიზაცია. წყალმომზადების სისტემები. დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში. მიღებული გამოცდილება, პროფესიონალი კადრები და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება, განაპირობებს კომპანიის მიმართ მაღალ ნდობას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.aqualine.ge

მოვალეობები:

** სასაწყობე მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება
** არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება და შედარება პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებთან.
** აღრიცხვის მიმართულებით სხვადასხვა რაპორტების წარმოება სამუშაო პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ადგილმდებარეობა: კარტოზიას #6

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: aqualinevacancy@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |