www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Be Home
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

უძრავი ქონების კომპანია "Be Home" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა.
** მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროების დადგენა და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის შეთავაზება.
** კლიენტებისათვის კომპანიის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და ჩვენი მომსახურებით დაინტერესება.
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება. მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება.
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და შემდგომი კომუნიკაცია.
** ხელშეკრულებების და შეთანხმებების გაფორმება.
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.
** საოფისე პროგრამის ცოდნა.
** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 40 წლამდე.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სხარტი აზროვნების უნარი.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** კლიენტთან დაკავშირებული პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი 10:30-დან 19:00-მდე; შაბათს 12:00-დან 18:00-მდე.
მისამართი: ცოტნე დადიანის 7
ანაზღაურება: საბონუსე, პროცენტული პრინციპით.
სამგზავრო თანხასა და კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: behomege@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |