www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი-მოქალაქეობა
მომწოდებელი: ფაზისი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განათლების მასწავლებელი მოდულისთვის: "მოქალაქეობა".

კონკურსის ტიპი: ღია
ორგანიზაცია:
კატეგორია: სასწავლო პროცესი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
თანამდებობრივი სარგო: საათობრივი - 10 ლარი და 40 თეთრი საათში
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. N54
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** პროფესიული სტუდენტის მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა სწავლებას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად;
** ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტს, გააცნობიეროს მოქალაქის როლი სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში;
** ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტს, დაინახოს საკუთარი ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო ისტორიულ პროცესებში
** ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას;
** პასუხისმგებელია პროფესიულ სტუდენტთა დისციპლინაზე;
** მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება/შემუშავებაში;
** უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარებას;
** უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლებას;

მოთხოვნები:

** საგანამათლებლო პროექტებში მონაწილეობისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მინიმალური განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი/მაგისტრის ხარისხი/დოქტორი)
** კვალიფიკაცია: საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია (თუკი საგნობრივი გამოცდა მხოლოდ ისტორიაშია ჩაბარებული, სავალდებულოა გადამზადება სამოქალაქო განათლებაში) და/ან ბაკალავრი სპეციალობით "ისტორია" (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და გადამზადების კურსი სამოქალაქო განათლებაში და/ან მაგისტრი სპეციალობით "ისტორია" (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და/ან ისტორიის/სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნების - "ისტორია" და "სამოქალაქო განათლება" - სწავლების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

საკონკურსო თემატიკა:

** იხ.ბმული https://drive.google.com/drive/folders/1wX5xJ40g26XD8mFRrB0tgREGh-aIHytw?fbclid=IwAR37F6L7B7JJ3MncU1S6OivajywUstBHrJe_wyXDGQjSbRCy9w7PL3MJPqY
** მოდულის განხორციელების ხედვის წარმოდგენა წერილობითი ფორმით.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:

** პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
** Microsoft Office Word კარგი
** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office Outlook კარგი
** Microsoft Office PowerPoint კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 0493 27 53 05
ელ-ფოსტა: poti.pazisi@yahoo.com; college@phazisi.edu.ge

თემა - "Subject"ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. ფოთი, კონსტიტუციის ქ. N 54

დამატებითი მოთხოვნები:

** საქმისადმი ერთგულება;
** გუნდური მუშაობის უნარი - პოზიტიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა, კოლეჯის სხვა თანამშრომლებთან პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა;
** დისციპლინირებულობა.

კონკურსი ცხადდება სსიპ კოლეჯის "ფაზისი" პროფესიული განათლების მასწავლებლის (მოდული: "მოქალაქეობა") პოზიციის დასაკავებლად.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში დასაქმებულს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც (CV), გადარჩევის საფუძველზე, შეესაბამება ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის და პირობების შეტყობინების მიზნით, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს (პირად განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

კონკურსს ჩაატარებს კოლეჯის "ფაზისი" ადმინისტრაცია (საკონკურსო კომისია).

გასაუბრებაზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატები. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დიპლომის/მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების/CV გადარჩევა
** მოდულის განხორციელების წარმოდგენილი ხედვის ანალიზი
** გასაუბრება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |