www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: ბისკვიტმაისტერი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

კომპანია "ბისკვიტმაისტერ" ბაზარზე 2017 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. კომპანია ბრენდი "ლიბე"-ს ქვეშ აწარმოებს ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ქართულ ორცხობილებს, რომელიც მხოლოდ ნატურალური ნედლეულით მზადდება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება კომპანიის კლიენტებთან უშუალო ურთიერთობაში, როგორც საქართველოში ასევე საექსპორტო ბაზრებზე. მოახდენს კომპანიის პროდუქციის გაცნობა-პოპულარიზაციას მიზნობრივ კლიენტებთან (დისტრიბუტორები, მაღაზიათა ქსელები, სპეციალიზებული მაღაზიები და ა.შ.)

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების გაკეთება, პროდუქტების რეალიზაცია;
** არსებული მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** გაყიდვების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე და საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებამდე.
** ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე გაყიდვების პროცესის შესახებ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული ქართული, ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების უნარ-ჩვევები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: career@liebe.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |