www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი/გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

"INDEX" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერი/გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

შპს "Index Group" დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა - ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის სოციალური ვებ-გვერდების მართვა;
** აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია; კითხვებზე წერილობითი პასუხების ოპერატიულად გაცემა; ეფექტური და დროული კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან;
** სოციალური მედიისთვის ვიზუალებისა და კონტენტის შემუშავება დამზადება და მართვა; სარეკლამო ტექსტთან მუშაობა;
** მარკეტინგული მასალების დიზაინის შექმნა და მართვა;
** მარკეტინგული კომუნიკაციების ვიზუალიზაცია;
** ბეჭდვითი მასალებისთვის გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა.
** კომპანიის სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია აქტივობასთან სოციალურ მედიაში და მარკეტინგის სფეროში.
** ინტერიერის 3D-ვიზუალიზაციის (3D-დიზაინის) შექმნა ჩაითვლება უპირატესობად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია შესაბამისი პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ქართულ ენაზე გამართული წერა, მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა; შემოქმედებითი ხედვა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
** გამართული მეტყველება/ წერა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!) ქართულ ენზე შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა: რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო (!), რომლის გარეშეც გასაუბრება არ დაინიშენება.

სავალდებულოა: "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |