www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PHP უმცროსი დეველოპერი
მომწოდებელი: HobbyStudio
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 17 ოქტომბერი

ციფრული სააგენტო "HobbyStudio" აცხადებს ვაკანსიას PHP უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე.

კანდიდატის ძირითად მოვალეობებში შევა მიწოდებული ამოცანის მიხედვით ვებ გვერდის ფუნქციონალური ნაწილის სრულყოფილად აწყობა.

კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ვებ ტექნოლოგიების აუცილებელი ცოდნა:

** PHP
** MySQL
** Ajax

სხვა მოთხოვნები:

** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ​სამუშაოსადმი აკურატული მიდგომა;

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და პროგრამული ენების ცოდნის დონეზე.

სამუშაო ადგილი - კომპანიის ოფისი, თბილისი, საბურთალო.
სამუშაო დრო - 10:00-დან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი, ორშაბათი - პარასკევი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული ნამუშევრების ბმულები ელფოსტაზე: hr@hobbystudio.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |