www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არტ დირექტორი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 17 ოქტომბერი

კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას არტ დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #71

მოვალეობები:

** სხვადასხვა ბრენდების პროექტებზე მუშაობა
** ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის სიღრმისეული ცოდნა
** იდეის/კონცეფციის ვიზუალიზაცია კონცეფციის მიხედვით
** შესაბამისი ტიპოგრაფიის შერჩევა (ლათინური, ქართული)
** ბრენდის სარეკლამო იდეის ფორმირება
** საჭიროებისამებრ, ფოტო და ვიდეო გადაღებებზე დასწრება
** კოპირაიტერთან მუშაობა ვიზუალური მხარის ტექსტებთან ეფექტიანი შერწყმის მიზნით
** გრაფიკული დიზაინერების/ილუსტარტორებისთვის კადრირების ინსტრუქტაჟი სხვადასხვა ფორმატში (ნახატი, ფოტო, რენდერი)
** შემოქმედებითი გუნდის მოტივირება და გაძღოლა
** საჭიროებისამებრ, შეხვედრებზე/მოლაპარაკებებზე დასწრება, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ბრენდის პროექტებს
** იდეების პრეზენტირება და არგუმენტირება; საჭიროებისამებრ, საპრეზენტაციო მასალის მომზადება
** მონაწილეობა "ბრეინსტორმინგ" სესიების დროს
** სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა; პასუხისმგებლობა შესასრულებელი სამუშაოს ვადებსა და ხარისხზე.

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (სამხატვრო აკადემია)
** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe InDesign)
** მსოფლიო სარეკლამო და საკომუნიკაციო ტრენდების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** კრეტიული აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურაობა
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** ინიციატივანი, როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მომუშავე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან და პორთფოლიოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |