www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საკონსულტაციო მომსახურებაზე
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებით, შემდეგი მიმართულებით: ორგანიზაციის რებრენდინგისთვის საბაზისო კვლევის განხორციელება და ახალი ბრენდის ჩაშვების სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემსყიდველის მიერ მიწოდებული პლატფორმის საფუძველზე.

"სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობით, სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

სტრატეგიული მიზნები:

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება.

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

** ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით კვლევის ჩატარება, კერძოდ კი გააკეთოს სიტუაციის კრიზისული ანალიზი, გამართოს კონსულტაციები ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მოამზადოს ანგარიში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** შეიმუშაოს დამკვეთი ორგანიზაციის განახლებული ბრენდის ჩაშვების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა.

დაინტერესებულ კომპანიებს, ელექტრონული ფორმით, შეუძლიათ წარმოადგინონ შემოთავაზება და ბიუჯეტი, 2019 წლის 25 ოქტომბრამდე, მისამართზე: pr@cida.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |