www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი ტრენერის შესარჩევად
მომწოდებელი: ფოთის მუნიციპალიტეტი
თანდართული ფაილი: 36968_poti_2_2757318.zip
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

ფოთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს პროექტს "საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში". პროექტის პარტნიორები არიან: აბაშის მუნიციპალიტეტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC), სტუდენტური ახალგაზრდული სათათბირო (SYC).

პროექტი მიზნად ისახავს ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდას საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მონაწილე მმართველობის პრინციპების დანერგვით; მათ შორის საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს ტრენერის შესარჩევად.

სამუშაოს აღწერა:

ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტში შექმნილი საინვესტიციო ჯგუფების წევრების ტრენინგების ჩატარება შემდეგ საკითხებზე, შემდეგი ინტენსივობით (იხილეთ თანდართული ფაილი).

ტრენინგების ჩატარების ვადა: 2019 წლის ოქტომბერი;

სატრენინგე მოდულების მომზადება და და ფოთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 30 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: info.poti@poti.gov.ge

** თქვენი რეზიუმე (CV);
** რეკომენდაცია დარგობრივი ექსპერტიდან.

სახელშეკრულებო ვადა: 2019 წლის ოქტომბერი.

ანაზღაურება: სამუშაოს განხორციელებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება შეადგენს 500 (დარიცხული) ევროს ექვივალენტს ლარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის დირექტორს:

ნინო გვასალიას
ელ-ფოსტა: info.poti@poti.gov.ge
ტელ: +995 50 58 58



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |