www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო საქმე და საბაჟო დეკლარირება
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

ტრენინგი: საბაჟოსთან ურთიერთობა, საქონლის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)

კურსის მიზნებია: გაზარდოს კომპანიების ლოჯისტიკის თანამშრომელთა ეფექტურობა, აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, გაუადვილოს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, მონაწილეებს გააცნოს საბაჟო დეპარტამენტში დანერგილი სიახლეები და ინფორმაციის მოპოვების წყაროები, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში.

მიზნობრივი აუდიტორია: პროგრამის ჩატარება დაგეგმილია კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებისათვის, საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველთათვის, ბუღალტრებისათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთათვის და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან.

კურსს ატარებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის (საბაჟო აუდიტის) სამმართველოს მთავარი აუდიტორი - ავთანდილ ზივზივაძე.

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრს" გააჩნია პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის ტესტ-სერვერზე წვდომის ოფიციალური უფლება (ათი "იუზერი").

პროგრამა მოიცავს:

** დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა;
** დღე 2: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში;
** დღე 3: წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები. არაპრეფერენციული სერტიფიკატი, ფორმა "A";
** დღე 4: წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები. EUR.1, CT-1, ჩინურ-ქართული პრეფერენციული სერტიფიკატი;
** დღე 5: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010;
** დღე 6: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, საბაჟო ღირებულების ელემენტები;
** დღე 7: იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ), შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები;
** დღე 8: საბაჟო პროცედურები (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ექსპორტი; სპეციალური პროცედურები) საქონლის წინასწარი დეკლარირება და მისი უპირატესობები;
** დღე 9: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
** დღე 10: საბაჟო დეკლარაციის სახეები, საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, აღრიცხვის მოწმობა, დროებითი შენახვის დეკლარაცია;
** დღე 11: არასატარიფო რეგულაციები: საბაჟოსთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფიტო-ვეტ კონტროლი, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი; საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 12: საქონლის საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების ელექტრონული მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), საქონლის საბაჟო დეკლარაციის ველების შევსების წესები, ახალი სსდ-ის შექმნა, სსდ-ის სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ის შეფასება (A ნომრის მინიჭება); საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 13: სსდ-ის შევსება იმპორტის საბაჟო პროცედურისას (ერთკოდიანი);
** დღე 14: სსდ-ის შევსება იმპორტის საბაჟო პროცედურისას (მრავალკოდიანი);
** დღე 15: სსდ-ის შევსება იმპორტის საბაჟო პროცედურისას (მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით);
** დღე 16: სსდ-ის შევსება ექსპორტის საბაჟო პროცედურისას;
** დღე 17: ტესტი (30 შეკითვა - 30 ქულიანი; გამსვლელი ქულაა 20 და მეტი).

ლიტერატურა: საჭირო პრეზენტაციები, კოდიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ. ყოველ მონაწილეს მიეწოდება ელ. ფოსტის მეშვეობით.

** ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი თვე (32 სრული საათი)
** ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს).
** ღირებულება თვეში: 190 ლარი
** ლექციის ხანგრძლივობა: 2 სრული საათი
** ტრენინგის ჩატარების დრო: 19:10-21:15 (შეთანხმებით)
დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. 49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 551 17 16 90, 551 00 30 77
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.gceducentre.com/courses_registration/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |