www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრინტების, ვიდეოს, ფოტონამუშევრის კონკურსი
მომწოდებელი: მწვანე საჩუქარი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"მწვანე საჩუქარი" საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და გააჩნია გარემოსდაცვითი მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ორგანიზაცია წარმატებით ხელმძღვანელობს პირველ გარემოსდაცვითი სოციალურ საწარმოს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებთან პარტნიორობით გროვდება ქაღალდი და გადამუშავების შემდეგ იქმნება მეორეული პროდუქტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი

სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქრის" მიზანი ქაღალდის ნარჩენების გადამუშავების წახალისებაა, რაც ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

ზოგადი სურათი/პრობლემის აღწერა:

მსოფლიოში ნარჩენების მართვის საკითხი განიხილება როგორც გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. ნარჩენების მართვის სისტემების ან ინფრასტრუქტურების არ ქონა იწვევს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების მართვის გამართული სისტემის შემთხვევაში კი ქვეყანაში ჩნდება პოტენციური ბუნებრივი ნედლეული, ახალი ენერგიის წყარო, მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, ამასთან ზოგავს პირველად ნედლეულს (რომელთა უმრავლესობა ამოწურვადი და არაგანახლებადია) და წაახალისებს ინოვაციურ იდეებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

კონკურსის მიზანი:

ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო ჩვენგან მეტ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით მნიშნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებული ნარჩენების მართვის სექტორის შესახებ, მით უფრო, საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის და ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი საკანონმდებლო საფუძველი უკვე არსებობს და მალე რეფორმის ის ნაწილიც განხორციელდება რომელშიც მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

კონკურსის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების და გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, საზოგადოების აქტიური ჩართულობის წახალისება დასუფთავების აქცებში ჩართულობით, ნარჩენების შემცირებითა და სეაპარაციით, და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ზრუნავს გარემოზე.

ინფორმაცია კონკურსის "ნარჩენი ≠ ნაგავის" შესახებ:

მწვანე საჩუქარი პროექტის "ნარჩენი ≠ ნაგავი" ფარგლებში გიწვევთ, პრინტების, ვიდეოსა და ფოტონამუშევრის კონკურსში, რომლის თემაა ზოგადად გარემოსდაცვითი საკითხები და გამოწვევბი. გთხოვთ საკონკურსოდ წარმოადგინოთ პრინტები, ვიდეო ან ფოტონამუშევრები, რომლებშიც ვიზუალისა და შინაარსის მეშვეობით შემოქმედებითად არის გადმოცემული საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი საკითხები, გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის გზები. ერთმა პირმა საკონკურსოდ შეიძლება წარმოადგინოს რამდენიმე (მაქსიმუმ 3) ნამუშევარი. კონკურსის ზემოთაღნიშნულ სამივე მიმართულებას აქვს შემდეგი თემატიკა და მოთხოვნები:

1. პრინტების კონკურსი - თემა - გარემოსდაცვითი გამოწვევები და პრობლემები ჩვენს ირგვლივ. საქართველოში არსებულ რეალობა ასახეთ, რა გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე ვართ, წარმოაჩინეთ გარემოსდაცვითი საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და სხვა ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის.

ფორმატი - A3 ფორმატით (PDF ფაილი).

2. ფოტონამუშევარის კონკურსი - თემა - ნარჩენები ჩვენს ირგვლივ. ეკონომიკის და ტურიზმის სექტორის განვითარებასთან ერთად იზრდება ნარჩენების რაოდენობა, მეორეს მხრივ კი ჩვენს ქვეყანაში არ არის ინფრასტრუქტურა ნარჩენების სეპარაციისთვის, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე კერძო ინიციატივას. ამასთან, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს (ნელ-ნელა ხდება არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და ადპტირება), ამას ემატება არალეგალური/თვითნებური ნაგავსაყრელები და ა.შ. ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევები ჩვენ ირგვლივ არსებული გარემოს დეგრადაციას და დაბინძურებას იწვევს.

ფორმატი - ფოტო მაღალი რეზოლუციის (JPEG ფაილი). დასაშვებია, თუმცა არა სავალდებულო, რომ ფოტო იყოს დამუშავებული სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით - illustrator, photoshop და სხვა;

3. ვიდეო კონკურსი - თემა - შეამცირე შენი ეკონაკვალევი. ვიდეო უნდა იყოს პოზიტიური აქცენტებით, 3R-ის პრინციპებზე (Reduce, ReUse, ReCycle), კითხეთ თქვენს თავს რას აკეთებთ თქვენი ეკონაკვალევის შესამცირებლად? გაგვიზიარეთ თქვენი მწვანე იდეები და გამოცდილება.

ფორმატი - მაქსიმუმ 1 წუთიანი და გადაღებული უნდა იყოს მობილურით.

მნიშვნელოვანია!

** საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა წარმოადგენდეს ავტორის ორიგინალური ნაშრომს. პასუხისმგებლობა ინტელექტუალური უფლებების დარღვევაზე სრულად ეკისრება ავტორს. ამგვარი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან;
** საკონკურსო ნაშრომი განთავსდება სოციალურ მედიაში, შესაძლოა აგრეთვე განთავსდეს "მწვანე საჩუქრის" სხვადასხვა ღონისძიებებზე;
** ნაშრომი, რომელიც არ დააკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პირობებს, არ განიხილება საკონკურსოდ.

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა, ვადები და გამარჯვებულის გამოვლენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

** გამოაგზავნოთ საკონკურსო მასალა ელ ფოსტაზე: greengift.geo@gmail.com. საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნეთ თქვენი სახელი გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა), გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს: კონკურსი
** ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი, 18.00 სთ.
** მიღებული ნამუშევრები განთავსდება "მწვანე საჩუქრის" გვერდზე
** კონკურსის სამივე კატეგორიაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გამოავლენს სპეციალური ჟიური. დაჯილდოება გაიმართება 28 ოქტომბრის კვირაში (ზუსტი თარიღს და მისამართს შევუთანხმებთ მონაწილეებს). აგრეთვე, "მწვანე საჩუქრის" FB გვერდის მომხმარებლის აქტიურობით გამოვლინდება დამატებით სამი გამარჯვებული, რომელსაც "მწვანე საჩუქარი" გადასცემს სამახსოვრო საჩუქრებს.

პრიზი: კონკურსის სამივე კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ჩვენს გვერდზე ან ელ.ფოსტაზე: greengift.geo@gmail.com

მიმდინარე კონკურსი ტარდება პროექტის "ნარჩენი ≠ ნაგავი" (2019-2020) ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა USAID WMTR II Program-ის მიერ, განმახორციელებელია CENN.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |