www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მარნის მართვა
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"IBSU ტრენინგ ცენტრი" გთავაზობთ ტრენინგს "მარნის მართვა".

ტრენინგ კურსის მიზანია:

ტრენინგ კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ღვინის ტიპები და კატეგორიები, საღვინე ყურძნის ჯიშები, ღვინის დამზადების ტექნოლოგიები, ღვინის დაავადებები და მათი პრევენციის გზები, ღვინის პროფესიონალური შეფასება, მარნის დაგეგმვა და მართვა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ზედმიწევნით პროფესიონალურად გამოყენება.

ტრენინგ კურსის შედეგი:

მსმენელები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ იციან: ღვინის ტიპების და კატეგორიების გარჩევა, ღვინის დამზადების ტექნოლოგიები, ღვინის დაავადებები და მათი პრევენციის გზები, ღვინის პროფესიონალური შეფასება, მარნის დაგეგმვა და მართვა, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ზედმიწევნით პროფესიონალურად გამოყენება.

ტრენინგ კურსზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამის გავლის მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი

დასაქმების სფერო:

კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა ღვინის მარანში, საწარმოში, ასევე შეძლებს თვითდასაქმებას.

ტრენერი: ნინო კაკუტია- სომელიე, 2017 წლიდან ქართული ღვინის და კულინარიის ტურიზმის ასოციაციის წევრი. WSET-ის მფლობელი - ღვინო და სპირტიანი სასმელები მე-2 დონე; 2016 წლიდან დღემდე ა(ა)იპ კოლეჯ "იკაროსი" სომელიეს პედაგოგი; 2015 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის "ღვინის დეგუსტაციის" კურსის კურსდამთავრებული; 2015 წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მეღვინეობის კურსის სერთიფიკატის მფლობელი; 2014-2015 წლებში ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის "სომელიეს" დიპლომის მფლობელი; ასევე : 2017 წელ პროექ "ევროპელი მასწავლებელი", სლოვნია, სასწავლო ტურის მონაწილე; 2017 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და თემი ფოუნდეიშენის და ვალენსიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კურსის "აბრეშუმის გზა " მადრიდი, ვალენსია. მონაწილე ; 2016 წლის მაშავის პროექტი "კრეატიული აზროვნება სპეციალურ განათლებაში" ჰაიფა, ისრაელი; აქვს მაგისტრის ხარისხი კოსტიუმის მოდელირებაში, საქართველოს სამხატვრო აკადემია.

ტრენინგის თემატიკა:

ღვინის განმარტება;

რა არის ღვინო?

** ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენს ღვინის სტილზე, ხარისხზე და ფასზე;
** ადგილწარმოშობის ღვინოები;
** ქართული ჯიშები;
** ღვინის ტექნოლოგია
** თეთრი ღვინის ტექნოლოგია;
** თეთრი ღვინის არომატები;

ღვინის არომატები:

** წითელი ღვინის ტექნოლოგია;
** წითელი ღვინის არომატები;
** ღვინის ფერი;
** ღვინის დეგუსტაცია და ვიზუალური შეფასება
** დაგემოვნება და შეფასება;
** დეგუსტაციის ხელოვნება;

ღვინის დეფექტები:

** ღვინის ზადი, ნაკლი, დაავადება
** ვიზიტი ღვინის ლაბორატორიაში-ლექცია-პრაქტიკული
** ლაბორატორიის დათვალიერება და ღვინის შემოწმების პროცესი, ღვინის დეგუსტაცია;

მარნის მართვა:

** ქართული მარანი;
** მარნის მახასიათებლები;
** ღვინის შენახვის წესები;

ვიზიტი ღვინის საწარმოში:

** საწარმოს დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია;
** ვიზიტი ღვინის მარანში
** მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია;

მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერთიფიცირება:

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/პარასკევი - 19:00 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 500

რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://trainings.ibsu.edu.ge/registration/

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე 13-ე კმ, 2,
თბილისი 0131
ტელ (+995 32) 595005 (140)
მობ: (+995) 599 953 894
ელ-ფოსტა: training@ibsu.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.ibsu.edu.ge | http://www.facebook.com/pages/IBSU-Training-Center/198030336882171?ref=ts

International Black Sea University
http://www.ibsu.edu.ge
Tbilisi, Phone (+995 32) 595005 (140)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |