www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებული კურსი
მომწოდებელი: თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბაზაზე აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებულ კურსზე.

მსმენელები დაეუფლებიან ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, შეისწავლიან კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს (ორისი, სუპერფინი, ინფო და ა.შ. კომპიუტერული პროგრამების უცოდინარობის შემთხვევაში, წინასწარ მოხდება საჭირო პროგრამების შესწავლა ამავე ცენტრში.

სწავლების ხანგძლივობა: სამი თვე
ფასი: 360 ლარი (თვეში 120 ლარი) (2 სთ-იანი ლექცია, კვირაში 2-ჯერ)

მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება სწავლების უახლესი ფორმები და მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბებას; მოხდება ბუღალტრული საქმიანობის მოდელირება და ქეისების შესწავლა. რათა მსმენელმა კურსების დამთავრებისთანავე შეძლოს ბუღალტრად მუშაობა.

სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი საუნივერსიტეტო ქართულ-ინგლისური სერტიფიკატი.

ტრენინგზე ჩაწერა დაწყებულია
პროგრამის სრული შინაარსი იხილეთ დართულ ფაილში ან ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.pgie.tsu.ge

ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdvczf0Z8v_dMJvK_v8wjcfHLFP-SYhMpAAgM3nKZUwM64T4g/viewform?fbzx=-786850587540154278

კონტაქტი: 299 68 53 (ნინო კედია, ეთერ ჯაბანაშვილი); 555 13 30 50; (ნინო კედია); 558 92 78 22 (ეთერ ჯაბანაშვილი).
ელ. ფოსტა: TSUTraining@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |