www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
თანდართული ფაილი: 38669_wfg_grant2_4813475.zip
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოების ინსტიტუტი" (Foundation Open Society Institute).

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქალთა გაძლიერებაზე, მათი ცოდნისა და უნარების ამაღლებაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე, ამ საკითხების მიმართ არსებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლაზე, აგრეთვე, სექსუალურ უფლებებზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ქსელური მუშაობის გაძლიერებასა და დაცვაზე.

"ქალთა ფონდი" მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში*.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

** ქალების და გოგოების გაძლიერება, ქსელური მუშაობის ხელშეწყობა მათი უშუალო მონაწილეობითა და ლიდერობით
** ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე/ცნობიერების ამაღლება/ცოდნის წარმოება/გავრცელება.
** ადვოკატირება/ლობირება (საბიუჯეტო ადვოკატირების ჩათვლით), ადვოკატირების კამპანიების წარმართვა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების (მშობლები, მეურვეები, სექსუალური პარტნიორები, სოც. მუშაკები, პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) ჩართულობით
** კვლევების განხორციელება ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე
** გადაწყვეტილების მიმღებების მგრძნობელობის ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე. გადაწყვეტილების მიმღებებთან და სერვისის მიმწოდებლებთან ქსელური მუშაობის უზრუნველყოფა
** საზოგადოებრივი/სათემო მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების სისტემების გაძლიერება (საბიუჯეტო მონიტორინგის ჩათვლით).

კონკურსის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

** ხელმისაწვდომობა ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებაზე;
** ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე კონტრაცეფციასთან დაკავშირებით (გადაუდებელი კონტრაცეფციის ჩათვლით);
** ხელმისაწვდომობა სტიგმისაგან თავისუფალ ინფორმაციასა და სერვისებზე აბორტთან დაკავშირებით;
** სგგი-ს პრევენცია და მკურნალობა;
** სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და შემდგომი რეაგირება;
** ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
** ქალთა იმ ჯგუფების რეპროდუქციული/სექსუალური უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან.

საგრანტო კონკურსში "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
** ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
** ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
** ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

"ქალთა ფონდი" პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 8000 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 თვეს.

დეკემბრის პირველ კვირაში გრანტის მიმღები ორგანიზაციები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ცოდნისა და უნარების გასაძლიერებლად, პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ან მოხვიდეთ ფონდის ოფისში, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულ და ინგლისურ ენაზეც) წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ოქტომბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2019 წლის ნოემბრის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძისქ. # 8, მე-4 სადარბაზო, I სართული, ბინა 74, თბილისი 0177
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!

*ცნობიერების ამაღლებას ქალის სექსუალურ თავისუფლებასა და თვითგამოხატვაზე, მათ შორის, სექსუალურ სიამოვნებაზე ჰეტერონორმატიული ჩარჩოს მიღმა, ინფორმირებული თანხმობა;

სხვადასხვა არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას, რომელიც არღვევს რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებას და უარყოფით გავლენას ახდენს ქალის სასიცოცხლო ციკლზე (ყველა ასაკის გათვალისწინებით), ასევე, მათი თავიდან არიდების ან მომხდარის შემსუბუქების სხვადასხვა შესაძლებლობას.

ქალთა ინფორმირებული არჩევანის და შესაბამისი გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობას ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |