www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად
მომწოდებელი: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ტენდერი რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა, ეფექტიანი და დემოკრატიული მართვა და მდგრადი განვითარება. GCSD-ის საქმიანობა მოიცავს კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების გახორციელებას.

2017 წლიდან, GCSD-ი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომსავლისათვის - რომლის მიზანია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის მხარდაჭერა და გაძლიერება.

1. ტენდერის მიზანი და ამოცანები:

** ტენდერი მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, რაზე დაყრდნობითაც მომზადდება კომუნიკაციის სტრატეგია. ტენდერში გამარჯვებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
** კითხვარი უნდა შეადგინოს შერჩეულმა ორგანიზაციამ პროექტში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით.
** დეტალური სტატისტური ანალიზის გარდა კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და ძირითადი დასკვნები ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს პოლიტიკის დოკუმენტის ფორმატით. კვლევის შედეგები არ არის საჯარო და განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციისთვის.

2. ხანგრძლივობა და შესრულების გრაფიკი:

ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან მოგვიანებით მოხდება კვლევის ზუსტი გრაფიკის განსაზღვრა. კვლევის საორიენტაციო ფრაფიკის მიხედვით კვლევა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 30 ნოემბერს და დაასრულოს 10 თებერვალს. 10 მარტამდე, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები და პოლიტიკის დოკუმენტი.

3. წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:

** დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სახის ინფორმაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე (gcsd@gcsd.org.ge) არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა:
** ორგანიზაციის გამოცდილება (განხორციელებული პროექტები-არაუმეტეს 2 გვერდი);
** ინფორმაცია კვლევაში მონაწილე პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ (პროექტის მენეჯერი, ანალიტიკოსი და ა.შ.);
** კვლევის მეთოდოლოგია;
** კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
** ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდის) აღწერა;
** კვლევის დეტალური ბიუჯეტი - გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
** შესრულების გრაფიკი.

4. ღია კარის დღე:

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილია სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 10:00 - 11:00 საათზე, GCSD-ის ოფისში (ვაკე, დიდიმ მირცხულავას #6, მე-2 სართული). გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე - g.gvedashvili@gcsd.org.ge

5. შერჩევის კრიტერიუმები:

გამარჯვებულ ორგანიზაციას შეარჩევს პროექტის მმართველი საბჭო მოთხოვნილი დოკუმენტებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

6. საკონტაქტო პირი:

პროექტის მენეჯერი - გოგიტა ღვედაშვილი
ტელ: 599 314363
ელ-ფოსტა: g.gvedashvili@gcsd.org.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |