www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საპროექტო სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

კომპანია "თერმოინდუსტრია" გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საპროექტო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სქემატური და აზომვითი ნახაზების წაკითხვა და დაგეგმვა;
** შენობის (ობიექტის) აზომვა, დაგეგმვა და ნახაზების მომზადება;
** Auto Desk (AutoCAD, ArchiCAD) სამშენებლო პროგრამების ცოდნა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** დასახული გეგმის და ამოცანების შესრულება;
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, 26 ოქტომბრამდე, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@thermoindustria.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |