www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "თბილისის ზღვის პლაზას" ავეჯის მაღაზიებში ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული საბუთების წარმოება
** საწყობში საბუთის შეტანისა და გატანის დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა, აღწერის ჩატარება
** კომუნიკაცია საგადასახადოსთან
** დეკლარაციების მომზადება და სხვა.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** ამ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Microsoft Office - ის ზედმიწევნით ცოდნა
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |