www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/დამტკიცება;
** კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** კომპანიის სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და საფასო პოლიტიკის კონტროლი;
** მარკეტინგის დეპარტამენტების მართვა, სამუშაოს გადანაწილება და შესასრულებელი სამუშაოს კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა - თბილისი

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |