www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰუალინგ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

სს "ჰუალინგ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თელავში.

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** კომპეტენციის ფარგლებში გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება და პორტფელის განახლებაზე ზრუნვა;
** არსებული კლიენტების სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პროფესიული განვითარების ინტერესი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@hualinginsurance.ge 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

შენიშვნა: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |