www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: გუდვილი-გურმე
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

"გუდვილი-გურმეს" ახალი ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვერა, თარხნიშვილის ქ. 2.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
** მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |