www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: პროდუქციის მენეჯერი

კატეგორია: პროდუქტის მენეჯმენტი
მიმართულება: ორთოპედია ნეიროქირურგია, სტომატოლოგია, გაყიდვების მენეჯმენტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური, რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კარგი წერითი და მეტყველების უნარი, როგორც საპრომოციო მესიჯების, პრეზენტაციების შექმნის, ასევე მათი წარმოჩენის.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

ძირითადი მოვალეობები:

** პრეზენტაციის მომზადება ჩატარება ფოკუს ჯგუფებთან, თანამშრომლებთან;
** პროდუქტის გაყიდვებისთვის მარკეტინგული აქტივობების მოფიქრება, დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ანალიზი და შედარება, შედეგებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა, ახალი პროდუქტის მუდმივი ძიება დანერგვა;
რეგულარული რეპორტინგი ხელძღვანელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.tsiklauri@akhalikhedva.ge და
მიუთითეთ ვაკანსიიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |