www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და განვითარება;
** პოტენციური და არსებული მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მიწოდება;
** ლიზინგის გაცემა - კლიენტის კონტრაქტირება;
** სალიზინგო პორტფელის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** კლიენტისთვის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა ოპტიმალური გადაწყვეტის მოძიებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განთლება ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე/ ბიზნესის ადმინისტრირება;
** მნიშვნელოვანია გაყიდვების სფეროში მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო სექტორში Micro ან SME დაკრედიტების მიმართულებით გამოცდილებას;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** გუნდურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** თვითმოტივაცია - განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |