www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ტაქსის მომსახურებაზე
მომწოდებელი: CENN
თანდართული ფაილი: 38946_cenn_tender_taxi1_2039367.zip
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო (ტაქსი) მომსახურებაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით);
** მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით);
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27, ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალება იხ. თანდართული ფაილის სახით, სავალდებულო);
** 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება).

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03/04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |