www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია, რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას მთელ საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://rdzisame.ge/ka
შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. 43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი: https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი:

** ობიექტზე იარაღის, ასაფეთქებელი, აალებადი და მომწამვლელი მასალების შეტანის აღკვეთა;
** შენობებსა და ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** ობიექტზე კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;
** სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლის წესების დაცვა;
** ვიზიტორების კონტროლი შესასვლელში;
** ქურდობის ფაქტების აღკვეთა, დაცული ობიექტების ვიდეოკონტროლი;
** სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** საშუალო განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდურობა.

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო დღეები: 3 დღე ერთხელ 24 სთ.
** ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

კომპანია გთავაზობთ:

** ერთჯერად დღიურ კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე: 0322404094 ან თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |