www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი საარჩევნო თემატიკაზე
მომწოდებელი: მეცენატი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ჟურნალისტთა ასოციაცია "მეცენატი" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: "სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით".

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხდღიანი საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი საარჩევნო თემატიკაზე, რომელიც გაიმართება გურჯაანში, საოლქო კომისიის შენობის დარბაზში. (მის; რუსთაველის ქ. N18).

ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი;
** აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა;
** ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად;
** საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში;
** ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში);
** არჩევნების უსაფრთხოება, არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლო-ბის ზრდის უზრუნველსაყოფად და სხვ.

მონაწილეობისთვის ვიწვევთ მსურველებს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან. ტრენინგზე დასწრება, მგზავრობა და კვება უფასოა. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და საჩუქრად - მეხსიერების ბარათი.

ტრენინგები დაგეგმილია სამ ჯგუფად და ჩატარდება ნოემბრის თვეში.

მსურველებმა 20 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი პირადი ინფორმაციის მითითებით ელექტრონულ მისამართზე: speqtri2003@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითონ - training.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551303567 ნატალია ბარბაქაძე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |