www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: აგრონომი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, შპს "აგრონომი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს მაშტაბით კლიენტების მოძიება და შესაბამისი ბაზის შექმნა.
** რეგიონებში არსებული პოტენციური კლიენტებთან ვიზიტი საჭიროებისშემთხვევაში.
** საქართველოს მაშტაბით გაყიდვების პროცესის წარმართვა (ელ-ფოსტით, ტელეფონით ან საჭიროების შემთხვევაში პირადი ვიზიტით )
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი და შეთავაზებების გაკეთება.
** საქართველოში არსებული უცხოური კომპანიებისთვის შეთავზებების გაკეთება.
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან გაყიდვების კუთხით.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გაყიდვების უნარი

სამუშაო საათები: ყოველდღე კვირის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 600

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge; ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |