www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: რაგბის ფაბი ოვალი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ძალიან მალე, თბილისში რაგბის პირველი ფაბი - "ოვალი" გაიხსნება. კომპანია ორიენტირებულია სპორტის მოყვარულებს თამაშის ყურება უგემრიელეს კერძებთან ერთად შესთავაზოს თანამედროვე, კომფორტულ და მყუდრო გარემოში.

რაგბის ფაბი "ოვალი" აცხადებს ვაკანსიებს ცივი და ცხელი კერძების მზარეულის, მეხინკლის, ხაჭაპურის მცხობელის, მემწვადის, კონდიტერის, ჭურჭლის მრეცხავის და მზარეულის დამხმარის თანამდებობებზე.

მზარეულს მოეთხოვება:

** კვების ობიექტზე, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პოზიციაზე არსებული სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა, სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების ცოდნა და დაცვა;
** რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან.

მზარეულის დამხმარეს მოეთხოვება:

** კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან.

ჭურჭლის მრეცხავს მოეთხოვება:

** ცვალებადი ტემპერატურის პირობებში მუშაობის უნარი;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა მუშაობის პროცესში;
** სარეცხი და საწმენდი საშუალებების მოხმარების წესების ცოდნა.

ზემოთ მოცემულ ყველა ვაკანსიაზე მნიშვნელოვანია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

თქვენ გეძლევათ საშუალება შეუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს და იმუშაოთ საუკეთესო სამზარეულოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ovalrugbypub@gmail.com 2019 წლის 1 ნოემბრამდე და წერილის სათაურში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |