www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდვების პროცედურის კონტროლი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მიღება-ჩაბარებების წარმოება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება ადმინისტრაციისა და შესყიდვების განყოფილებაში".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |