www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Europebet
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან "ევროპაბეთი" შეუერთდა "ბეთსონ ჯგუფს" (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). "ბეთსონ ჯგუფი" 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

მეტი "ევროპაბეთის" დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

კომპანია "ევროპაბეთი" (europebet.com) განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომლებს იურისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნა, რევიზია და რისკების განსაზღვრა;
** წერილობითი კორესპონდენციის პროექტების მომზადება;
** მონაწილეობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებში;
** კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიმდინარე სასამართლო დავებში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;
** აუცილებელია იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით.
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საპროცესო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე სწავლის ან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აზრების წერილობით მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანის შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ როლს, რომელშიც შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი ტექნოლოგიური ცოდნა და განავითარო ის. ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება აზარტული თამაშების ბიზნესში და ამიტომაც მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. კომპანია თქვენთვის უზრუნველყოფს ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიან სახელფასო ანაზღაურებას, ხელსაყრელ ბენეფიტებს, კომფორტულ, კოლეგიალურ და მეგობრულ გარემოს. სადაც შესაძლებლობა გექნებათ სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 15 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში "subject" მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, მაგალითად: "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |