www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: VENDOO.GE
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C-ის საწყობის პროგრამაში შეკვეთისა და მომხმარებლის დარეგისტრირება;
** 1C-ის საწყობის პროგრამაში სწორი და ვალიდური ინფორმაციის შეყვანა;
** საწყობისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება (შეკვეთის ფურცლის მეშვეობით) მომხმარებლისა და მის მიერ შეძენილი ნივთის შესახებ,
** საგარანტიო ფორმებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის შევსება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ან ეკონომიკის მიმართულებით);
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "1C ოპერატორი".

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |