www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ინჟინერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით (პურ-ფუნთუშეულის საწარმო) აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხანაში მიმდინარე ტექნიკის გამართულად მუშაობის და ზედამხედველობის კონტროლი/მართვა
** ტექნიკური პერსონალის მართვა და კონტროლი
** ყველა საწარმოო დონეზე პასუხისმგებლობა მექანიკური, ელექტრული და საოპერაციო აღჭურვილობის როგორც გამართულ ფუნქციონირებაზე, ასევე მათ სწორ და უსაფრთხო ექსპლოატაციაზე და შენახვა-განკარგვაზე.
** ყოველდღიურად ინფორმაციის მიწოდება/გაცვლა შესაბამის დეპარტამენტებთან.
** დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი გეგმის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ელექტრო-ინჟინრის, საწარმოო დანადგარების ინჟინრის სპეციალობით)
** ცოდნა და გამოცდილება ელექტრო-მექანიკურ, საწარმოო, სამაცივრე სისტემებში
** წარმოების ინჟინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საერთაშორისო საწარმოო ტექნიკური სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა
** საკვები პროდუქტების მწარმოებელ ქარხანაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა B1

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV hrpartners.vacancy@gmail.com მისამართზე და საგნობრივ ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "წარმოების ინჟინერი"

კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს მიღებული CV კომპანიის მონაცემთა ბაზაში და განიხილოს სხვა ვაკანსიებზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |