www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"დიპლომატი: საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე გორში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე, განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დისპლეების მოწყობა;
** შეკვეთების ასახვა სისტემაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - უმჯობესია FMCG სექტორში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
** კარგი საორგანიზაციო უნარჩვევები;
** მოქმედი მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა, ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge (გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |