www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის ოპერატორი
მომწოდებელი: GK
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

შპს "GK" 2017 წლიდან უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებს მთარგმნელობითი მომსახურებით. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, კორპორატიულ კლიენტებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სწრაფი მომსახურეობა.

შპს "GK" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** შემოსული ელფოსტის კონტროლი;
** სერვისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის შიდა დოკუმენტების წარმოება;
** პერიოდული რეპორტების მომზადება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
** კრიზისული სიტუაციების მართვა;
** გენერალური მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: საღამოს 20:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gk@tbh.ge (აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |