www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რაგბის ფაბი ოვალი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ძალიან მალე, თბილისში რაგბის პირველი ფაბი - "ოვალი" გაიხსნება. კომპანია ორიენტირებულია სპორტის მოყვარულებს თამაშის ყურება უგემრიელეს კერძებთან ერთად შესთავაზოს თანამედროვე, კომფორტულ და მყუდრო გარემოში.

რაგბის პირველი ფაბი საქართველოში - "ოვალი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მიმტანს მოეთხოვება:

** კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასმელების ცოდნა;
** მომსახურების წესების ცოდნა;
** სადილის, სადღესასწაულო ღონისძიების, წვეულების, ბანკეტის, დაბადების დღის სათანადო წესების დაცვით მომსახურება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ​დისციპლინირებულობა;
** რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: ovalrugbypub@gmail.com 2019 წლის 1 ნოემბრამდე და წერილის სათაურში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |