www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 17 ოქტომბერი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

განყოფილება: სერვისის განყოფილება

სამუშაო მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება
** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
** ტერმინალის ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

გთხოვთ, არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |