www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: GK
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

შპს "GK" 2017 წლიდან უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებს მთარგმნელობითი მომსახურებით. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, კორპორატიულ კლიენტებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სწრაფი მომსახურეობა.

შპს "GK"-სთვის სტაჟიორთა ძიების ძირითადი მიზანია, იპოვოს დიდი პოტენციალის მქონე სტუდენტები, მისცეს პრაქტიკული ცოდნა და ამ მხრივ შექმნას საკადრო რეზერვი მათი შემდგომი დასაქმებისთვის.

შპს "GK" გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას შემდეგ პოზიციებზე:

1. სერვის მენეჯერი/სტაჟიორი;
2. სტაჟიორი ფინანსურ განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სტაჟირების ხანგრძლივობა 2 კვირიდან 3 კვირამდე. (სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი).

სერვის მენეჯერი/სტაჟიორი:

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** შემოსული ელფოსტის და სატელეფონო ზარების კონტროლი;
** შემოსული დოკუმენტაციის კორესპონდენცია;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სტაჟირება ფინანსურ განყოფილებაში:

თქვენ შეისწავლით:

** მიღებული მონაცემების ბუღალტრულ პროგრამაში გატარებას;
** შიდა რეპორტების მომზადება/დამუშავებაში მონაწილეობას;
** საბუთების მოწესრიგებასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
** სხვა მიმდინარე ფინანსურ პროცესებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Excel მაღალ დონეზე) ცოდნა;
** სასურველია, ინტერნეტ-ბანკინგთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ჩვენ გპირდებით:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gk@tbh.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |