www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

კომპანია "კროკობეთი" (http://www.crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განთავსება და მონიტორინგი;
** ციფრულ არხებზე კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** დროული და ეფექტური კომუნიკაცია სოციალური ქსელების მომხმარებლებთან;
** სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციის სტატისტიკის დამუშავება და შემდეგი აქტივობების შესაბამისად დაგეგმვა;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** კრეატიულობა;
** გამართულად და საინტერესოდ წერის შესაძლებლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ნამუშევრების პორტფოლიო (დიდი ზომის ფაილების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ Wetransfer.com-ით) შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |