www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სითი და კო
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"სითი და კო" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2011 წლიდან, მისი ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს. კომპანია დამკვეთს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.

კომპანია "სითი და კო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ინჟინერ-ელექტრიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრომომარაგების ქსელების, ავტომატიზაციის, განათების სისტემების პროექტირება;
** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო, სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, დაპროგრამება, ექსპლუატაციაში გაშვება;
ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება;
** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
** პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რეზიუმე გაგზავნეთ hr@bbc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |