www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ალტა რითეილი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "ალტა რითეილი" აცხადებს ვაკანსიას რუსთავში შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურების უზრუნველყოფა:

** კლიენტისთვის კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაცნობა, შესყიდვის პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას დახმარება, შესყიდვის შემდგომი მომსახურების შეთავაზება, საგარანტიო პირობების გაცნობა და შესაბამისი მომსახურების გაწევა, კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის მიტანა კლიენტის მანქანამდე;
** საქონლის ვარგისიანობის შემოწმება და მომხმარებელთან დემონსტრირება;
** გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილი აქციის გახორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ინვოისის შევსება;
** მიღებული საქონლის დახარისხება, დასაწყობება და შოურუმში განთავსება;
** საქონლის გამოტანა მაღაზიის საწყობიდან;
** კომპანიის კლიენტებისგან ინფორმაციის მუდმივად მოძიება, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამოვლენისა და კონკურენტული გარემოს შესწავლის მიზნით;
** რეალიზებული საქონლის სპეციფიკაციის დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სარეკლამო/მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართვა: ფლაერების დარიგება, მაღაზიის გარეთ გატანილი პროდუქტის ადგილზე რეკლამირება და სხვ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სალაპარაკო დონეზე იცოდეს ინგლისური და რუსული ენები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

2. ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის ფუნქციონალურ თუ ტექნიკურ მახასიათებელზე;
** შეძენილი პროდუქტის შემოწმება და სხვადასხვა ფუნქციების დემონსტრირება;
** შეძენილი პროდუქტისთვის ლიცენზირებული პროგრამების შეთავაზება და ინსტალირება;
** მომხმარებლის მიერ პროდუქტის ექსპლუატაციისა თუ მახასიათებლების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა და მოხმარების წესების და თავისებურებების გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემა Windows-ის და პერსონალური კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ინგლისური ან რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

აუცილებელია ფლობდეს სმარტფონს.

3. საწყობის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** გადაზიდვის სამსახურის მიერ მოტანილი ახალი პროდუქტების მითვლა;
** მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა;
** გაყიდული პროდუქტის ამსახველი ინვოისის მიხედვით, მაღაზიის საწყობიდან პროდუქტის გამოტანა;
** მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
** დარბაზის და სტენდების დროული შევსება;
** მომხმარებლის დახმარება შეძენილი საქონლის მაღაზიიდან გატანაში და საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე მიტანის უზრუნველყოფა;
** მიღებული საქონლის შოურუმში განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** ინგლისური ან რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |