www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ხარისხის მართვის სამსახურის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტალები
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 17 ოქტომბერი

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სტაჟირებას ხარისხის მართვის სამსახურის დეპარტამენტში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, "კავკასიის მედიცინის ცენტრი" თბილისი, ქავთარაძის 23
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით-10:00 საათიდან 18:00 საათამდე (8 საათიანი გრაფიკი);

განსაკუთრებული მინიშნება: წარმატებულ სტაჟიორს ექნება ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება/მონიტორინგი;
** დეპარტამენტში შემოსული წერილების მონიტორინგი;
** ექიმებთან კომუნიკაცია;
** ისტორიების გაცემის მონიტორინგი;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დოკუმენტებთან მუშაობის და ხარისხის მართვის მიმართულებით;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 ოქტომბერი 2019

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/stajireba-xarisxis-martvis-samsaxuris-departamentshi/266

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ევექსის ჰოსპიტლებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ევექსის ჰოსპიტლების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |