www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: fabrica1900
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი კომპანია ეძებს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს. კომპანია შერჩეულ კანდიდატს სთავაზობს შესანიშნავ სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და გონივრულ ხელფასს.

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის დანიშნულება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის სამუშაო მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის, რადგან კომპანიისთვის დასაქმებული ხალხი ყველაზე სერიოზული აქტივია. HR მენეჯერი ექვემდებარება ფინანსურ მენეჯერს და ზედამხედველობს კომპანიაში თანამშრომელთა დაქირავების, სწავლება-განათლების და სხვ. პროცესებს. HR მენეჯერი ნერგავს კორპორატიულ ღირებულებებსა და სტანდარტებს და ეხმარება თანამშრომლებს კომპანიის მიერ დადგენილი მისიისა და ამოცანების განხორციელებაში.

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის მოვალეობებია:

** შეიმუშავებს და ნერგავს ადამიანური რესურსების პოლიტიკასა და პროცედურებს, უზრუნველყოფს პერსონალის ინფორმირებას კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ;
** უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისობას საქართველოს შრომის კოდექსთან;
** აწარმოებს და ინახავს თანამშრომელთა საქმეებს;
** ხელმძღვანელობს კადრების აყვანის პროცესს - წერს და ანთავსებს განაცხადებს, ახდენს შემოსული რეზიუმეების გადარჩევას, ატარებს გასაუბრებებს და კანდიდატების შერჩევას;
** ეხმარება ახლად აყვანილ თანამშრომლებს კომპანიაში ადაპტირებაში;
** შეიმუშავებს და ახორციელებს პერსონალის შეფასების, მოტივაციის სისტემას, ახდენს თანამშრომელთა შეფასებას, იძლევა რეკომენდაციებს ტრენინგისა და განვითარების შესახებ, კონსულტაციებს უწევს თანამშრომლებს, აძლევს რჩევებს;
** განიხილავს თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს და სახელფასო საკითხებს;
** განიხილავს დისციპლინარულ შემთხვევებს და საჩივრებს და წყვეტს კონფლიქტებს პოზიტიურად და პროფესიონალურად;
** მართავს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს;
** საჭიროებისამებრ ასრულებს ადმინისტრაციულ მოვალეობებს;
** ინარჩუნებს თანამშრომელთა საკითხებისა და სამუშაო ადგილის კონფიდენციალურობას.

ადამიანური რესურსების მართვის უნარები და კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში ან ექვივალენტი;
** გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** კოლეგებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
** გამოცდილება კონფლიქტების მოგვარების, დისციპლინური პროცესების მართვაში;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** კომპეტენცია Microsoft- ის პროგრამებში.

შესაბამის კანდიდატებს ვთხოვთ რეზიუმე წარადგინონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@fabrica1900.ge. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის მისამართი: მცხეთა, სოფ. ძეგვი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |