www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: მუნიციპალური განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის თანამდებობაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი
სახელფასო დიაპაზონი: 1600-2400 ლარი
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ლიმიტი.

მოვალეობები:

** საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში სამუშაოების მოცულობების შემოწმების და პერიოდული კონტროლის მიზნით ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების შესრულება;
** შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება;
** ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური აგეგმვა და გეგმების მომზადება;
** სამშენებლო მოედანზე ან საპროექტო ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების ნიშნულების და კოორდინატების განსაზღვრა;
** სქემატური ნახაზების შედგენა;
** ტოპოგრაფიული საველე სამუშაოების შესრულება;
** სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობების დაკვალვის შემოწმება;
** GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი;
** პროფესია - ინჟინერ-გეოდეზისტი;
** სამუშაო გამოცდილება - 5 წელი;
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება ცოდნის დონე:

** TopoCAD, Geonic, Robur ან ამ პროგრამების ანალოგიური პროგრამა კარგი
** AutoCAD (CAD Civil) კარგი
** Microsoft Office Word კარგი
** Microsoft Office Excel კარგი
** Microsoft Office Outlook კარგი

ენები: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი აუცილებელი მოთხოვნები:

** 3-წლიანი გამოცდილება საველე ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებაში და მშენებლობის პროექტების ტოპო-გეოდეზიური დოკუმენტაციის მომზადებაში;
** საპროექტო ნახაზების წაკითხვისა და შემოწმების გამოცდილება.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vacancy@mdf.org.ge და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |