www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: fabrica1900
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი კომპანია ეძებს ხარისხის კონტროლის მენეჯერს. კომპანია შერჩეულ კანდიდატს სთავაზობს შესანიშნავ სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობასა და კარგ ანაზღაურებას.

ხარისხის კონტროლის მენეჯერის დანიშნულებაა: ხარისხის კონტროლის მენეჯერის მთავარი პასუხისმგებლობაა კომპანიის მიერ დადგენილი ხარისხის და მწარმოებლობის სტანდარტების დაცვა. ხარისხის კონტროლის მენეჯერი უზრუნველყოფს საწარმოო ხაზების შეუფერხებლად მოქმედებას და მუდმივად სათანადო შედეგის მიღებას. ხარისხის მენეჯერი ექვემდებარება გენერალურ მენეჯერს, თავად ხელმძღვანელობს ხარისხის ლაბორატორიას და დაქვემდებარებაში ჰყავს ხარისხის ოპერატორები და ხარისხის ასისტენტი. ხარისხის კონტროლის მენეჯერი თავის გუნდთან ერთად ნერგავს წარმოების პროცედურებს და ხარისხის სტანდარტებს და აკონტროლებს მათ შესაბამისობას კომპანიის მიზნებთან.

ხარისხის კონტროლის მენეჯერის სამუშაო მოვალეობებია:

** განიხილავს, ათანხმებს და განსაზღვრავს საწარმოს შიდა ხარისხის პროცედურებს, სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს;
** მუშაობს ოპერაციების დეპარტამენტის პერსონალთან ერთად სამუშაო სტანდარტების, სისტემებისა და პროცედურების დასადგენად;
** შეიმუშავებს ხარისხის კონტროლის შემოწმებისა და ანგარიშგების პროცედურებს;
განიხილავს და აფასებს მომხმარებლის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას, ადგენს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტებს;
** აკონტროლებს წარმოების ხაზის და იმ პერსონალის მუშაობას, რაც გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხზე;
** განსაზღვრავს ნედლეულის ხარისხის მოთხოვნებს მომწოდებლებთან;
** უზრუნველყოფს, რომ წარმოების პროცესები შეესაბამებოდეს სტანდარტებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
** ადგენს მიმდინარე საქმიანობისა და ტექნიკურ ანგარიშებს;
** ადამიანური რესურსების მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს პერსონალის ტრენინგის საჭიროებებს;
** აღრიცხავს, ​​აანალიზებს და ავრცელებს სტატისტიკურ ინფორმაციას;
** ზედამხედველობს ტექნიკურ და ლაბორატორიის პერსონალს.

ხარისხის კონტროლის მენეჯერის უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** ხარისხის უზრუნველყოფის ან ხარისხის კონტროლის მენეჯერის გამოცდილება;
** ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიების და სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** MS Office-ის და მონაცემთა ბაზების კარგი ცოდნა;
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მართვისა და ლიდერობის კარგი უნარები;

შესაბამის კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@fabrica1900.ge. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის მისამართი: მცხეთა, სოფ ძეგვი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |