www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მანქანა-დანადგარების/ოპერაციების დირექტორი
მომწოდებელი: fabrica1900
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი კომპანია ეძებს კანდიდატს მანქანა-დანადგარების/ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს კომპანია სთავაზობს შესანიშნავ სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და მაღალ ხელფასს.

ოპერაციების დირექტორის დანიშნულება: მანქანა-დანადგარების/ოპერაციების დირექტორის პოზიცია კომპანიაში ერთერთი მთავარია. ის ექვემდებარება გენერალურ მენერერს და ხელმძღვანელობს ოპერაციების განყოფილებას კომპანიის პოლიტიკის, მიზნების და ამოცანების შესაბამისად. ოპერაციების დირექტორს ექვემდებარებიან წარმოების მენეჯერი, ტექნოლოგიური პროცესის მენეჯერი, ექსპლუატაციის მენეჯერი, დაგეგმვის მენეჯერი და შესყიდვების მენეჯერი.

ოპერაციების დირექტორი მუშაობს ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესებაზე, გრძელვადიანი ბიზნესის დაგეგმვაზე, არსებული ბიზნეს-ფუნქციების ეფექტურობის ანალიზსა და მათ გაუმჯობესებაზე. ოპერაციების დირექტორი ხელს უწყობს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებას და მისი მწარმოებლურობის ზრდას.

მანქანა-დანადგარების/ოპერაციების დირექტორის სამუშაო მოვალეობები:

** ეხმარება მენეჯმენტის ზედა რგოლს ისეთი მიზნების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას;
** შეიმუშავებს ოპერაციების დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმას კომპანიის სტრატეგიული გეგმისა და ბიზნეს გეგმის შესაბამისად;
** გეგმავს სამუშაოს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს მწარმოებლობის ზრდასა და ხარჯების შემცირებას;
** მართავს ოპერაციების დეპარტამენტის მუშახელს, უზრუნველყოფს პერსონალის გუნდურობას და პროექტების ეფექტურ მენეჯმენტს, ახდენს პროექტების დასრულების ვადების ზედამხედველობას, ხარჯების მონიტორინგს და ზრუნავს კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;
** იღებს პასუხისმგებლობას და ინიციატივას სამუშაო ოპერაციების გამართულად განხორციელებაზე;
** მუდმივად ზრუნავს არსებული სისტემებისა და პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, ახდენს პრობლემური სფეროების იდენტიფიცირებას, იღებს გადაწყვეტილებებს და ახორციელებს შესაბამის ქმედებებს პრობლემის გამოსასწორებლად და მწარმოებლობის ასამაღლებლად;
** აანალიზებს კომპანიის მიზნების მისაღწევად შემუშავებულ გეგმებს, პოლიტიკასა და პროცედურებს, საჭიროების შემთხვევაში ზრუნავს მათ შეცვლა-განვითარებაზე;
** ხელმძღვანელობს თავისი გუნდის წევრებს, აძლევს მათ სწავლა-განვითარების შესაძლებლობას მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგების მისაღებად;
** უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე; სამუშაოს შესრულებისას ახდენს პერსონალის მხრიდან უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მონიტორინგს;
** ანაწილებს სამუშაო დატვირთვას პერსონალს შორის რათა დროულად, ვადების დაცვით განხორციელდეს დასახული მიზნები;
** მართავს მარაგებსა და ინვენტარს - განიხილავს და ამტკიცებს მანქანა-დანადგარებისთვის საჭირო ნაწილების შესყიდვას და შესასრულებელ სამუშაოებს;
** მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა განყოფილებებთან;
** რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს გენერალურ მენეჯერს მიმდინარე პროექტების შესრულებასა და დასრულებული პროექტის შედეგების შესახებ.

მანქანა-დანადგარების/ოპერაციების დირექტორს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები და კვალიფიკაციები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** ორგანიზების და დაგეგმვის ძლიერი უნარები;
** იცოდეს ინგლისური ენა;
** კარგად ფლობდეს კომპიუტერს;
** გააჩნდეს ოპერაციების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ჰქონდეს ორგანიზებისა და ლიდერობის კარგი უნარები, ასევე კომუნიკაციის უნარი;
** გააჩნდეს პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ერკვეოდეს უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებში;
** იყოს მოტივირებული და ჰქონდეს სწავლისა და ცოდნის გაუმჯობესების სურვილი.

შესაბამის კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@fabrica1900.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის მისამართი: მცხეთა, სოფ. ძეგვი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |