www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

"სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

"სადაზღვევო კომპანია ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია, დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

მდებარეობა: თბილისი.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
** განათლება: უმაღლესი სრული ან არასრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბეჭდი და სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება;
** ციფრული არხებისთვის დიზაინების შემუშავება;
** ანიმაციების და ფლეშ ბანერების დამზადება.

აუცილებელი პირობა: განაცხადს თან უნდა ახლდეს სამუშაო პორტფოლიო.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხიმგებლობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** გუნდურობა
** კრეატიულობა.
** პუნქტუალურობა
** დაგეგმარების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |