www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფუკუიამას დემოკრატ. ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდ. კლუბი
მომწოდებელი: EPRC
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

მონაწილეთა შერჩევა "ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის" ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის
20-22 ნოემბერი, 2019 წ.

გახდი "ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის" ახალგაზრდული კლუბის წევრი!

ზოგადი ინფორმაცია:

2019 წელს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა" (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო "სტამბაში", გაიხსნა "ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი". ცენტრი წარმოადგენს ინტელექტუალურ სივრცეს - პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, კანონის უზენაესობა და ლიბერალური საერთაშორისო წესები.

"დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან" არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრეინინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის, რაც თავის მხრივ ამ ეტაპზე წარმოადგენს ცენტრის დაფუძნების ძირითადი მიზნების ლოგიკურ გაგრძელებას და გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას "ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში". ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის შექმნა და ტრეინინგების ჩატარება ხელს შეუწყობს ცვლილებების შემქმნელთა ახალი თაობის განვითარებას და დემოკრატიული წინსვლისთვის საჭირო ეფექტური ქსელის შექმნას. კლუბის წევრებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და ახალი კავშირებით.

ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:

ახალგაზრდული კლუბის ტრეინინგ პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი ახალგაზრდა ადამიანების მობილიზებას და მათ დაკავშირებას ჩივენინგის კურსდამთავრებულთა ქსელთან, რათა მოხდეს მათი ჩართვა დიალოგებსა და განხილვებში და გამოცდილების და იდეების გაზიარება დემოკრატიის საკითხებზე, შედეგად ჩამოყალიბდება ერთიანი პლატფორმა (როგორც ელექტრონული/ონლაინ, ისე პერსონალური).

ჩივენინგის კურსდამთავრებულები, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გაუწევენ ახალგაზრდა მონაწილეებს, ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნიდან, მენტორობას და ჩაატარებენ ორდღიან ტრეინინგებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითები (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებსა და მათ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ტრეინინგები ჩატარდება "ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში", სასტუმრო "სტამბაში", თბილისი.

ამასთან, ტრეინინგების ფარგლებში, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამას, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

მონაწილეთა შერჩევის პირობები:

შერჩევის კრიტერიუმები:

20 ახალგაზრდა აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, საქართველოსა და სომხეთიდან შერჩეული იქნება ორდღიან ტრეინიგ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

დაინტერესებული აპლიკანტი უნდა იყოს 18-დან 27 წლის და ამ ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქე: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი.

ტრეინინგებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა ჩაწეროს მოკლე ვიდეო ინგლისურ ენაზე ან ახლდეს ინგლისური სუბტიტრები (მაქსიმუმ 10 წუთი), დემოკრატიის შესახებ მისთვის მნიშვნელოვან ერთერთ თემაზე, განათავსოს ვიდეო სოციალურ მედიაში (მაგალითად: Facebook, Youtube) და მოგვაწოდოს ატვირთული ვიდეოს ბმული (link) შემდეგ მისამართზე: info@eprc.ge. გთხოვთ, წერილის "subject" ველში მიუთითოთ "Fukuyama Democracy Frontline Center Youth Club".

ტრეინინგები და დისკუსიები წარიმართება ინგლისურ ენაზე.

ორგანიზატორები დაფარავენ ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს.

განაცხადის ვადა:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი, 18:00, თბილისის დროით. ამასთან, ჩვენ მივესალმებით ვადამდე ადრე მოწოდებულ განაცხადებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში.

დამატებითი ინფორმაცია და/ან კითხვები:

დამატებითი ინფორმაციის და კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ngamkharashvili@eprc.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |