www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL"-ის კომპანია "SUSHI24" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამუვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით (1500 ლარიდან 2500 ლარამდე (NET)) და ბონუსს გაყიდვებიდან.

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 19 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მოლაპარაკების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვები გუნდის შექმნის და მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |